მიხეილ სააკაშვილი პოლონეთს სტუმრობს

პრეზიდენტი სააკაშვილი პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის პრემიერ–მინისტრს დონალდ ტუსკსა და მოლდოვას პრემიერს ვლად ფილატს შეხვდება,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით  სააკაშვილი პოლონეთის ქალაქ ნოვისაჩში ახალგაზრდა ლიდერთა საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა, მოგვიანებით კი ქალაქ კრინიცაში გადაინაცვლებს, სადაც საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება  ფორუმში  50-მდე ქვეყნის 300-მდე სხვადასხვა რანგის სტუმარი და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს. მისი მთავარი მიზანია ევროკავშირის შიდა განვითრება, ასევე სუსტი რეგიონებისა და პარტნიორებისათვის დახმარების გაწევა.  

 

 

 

 

კომენტარები