მოსწავლეებს, რომლებიც გამოსაშვებ გამოცდებზე არ გამოცხადდნენ, ან ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ატესტატის მოსაპოვებლად, საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღების საშუალება მიეცემათ. განათლების სამინისტრო მათ სპეციალური სერიის მქონე ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს მისცემს.
სპეციალური ატესტატის მფლობელებს უფლება არ ექნებათ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში ისწავლონ.
წელს საქართველოში გამოსაშვები გამოცდები პირველად ჩატარდა. გამოცდაზე 47 ათას მოსწავლეზე მეტი იყო დარეგისტრირებული. მათგან დაახლოებით 43 ათასი გამოცხადდა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი 6000-მდე მოსწავლემ ვერ გადალახა. მათი ჩათვლით, ვინც გამოცდაზე არ გამოცხადდა, ატესტატი მოსწავლეთა 21%-მა ვერ მიიღო.