გაბაშვილი: საია-ს შეგნებული ტყუილისთვის მობოდიშება მოუწევს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის გიორგი გაბაშვილის განცხადებით,  ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” (საია) მოუწევს  მობოდიშება 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლისას, მომიტინგის გარდაცვალების  ფაქტთან დაკავშირებით     გაკეთებული განმარტებებისთვის . გაბაშვილის განცხადებით:” საია. რომელის თავს დამოუკიდებელ , სანდო ორგანიზაციად წარმოაჩენს კადრულობს შეგნებული ტყუილი გაავცელოს”.

6 სექტემბერს  ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გამოაქვეყნა მისივე დაკვეთით, კერძო ბრიტანული კომპანიის  მიერ ჩატარებული ექსპერტზის დასკვნა.   დასკვნის თანახმად   ნიკა კვინტრაძე, რომლის ცხედარიც 27 მაისს ”თავისუფლების მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე  სავაჭრო ობიექტის სახურავზე აღმოაჩინეს,   პოლიცილეთა მიერ დაკავებულთა  შორის იყო.  ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ”ახაგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლმა  თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ  ბრიტანულ კომპანიაში   26 მაისის აქციაზე დაკავებული პირის ამსახველი  ფოტოები და ”რუსთავი 2”-ის ეთერით გასული ვიდეომასალა შეადარეს  პროზექტურაში გადაღებულ ფოტოს, ასევე გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ფოტოს და 7 თანმხვედრი ნიშანი აღმოაჩინეს.   აღნიშნულის საფუძველზე  ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”  გამოთქვეს  ეჭვი , რომ  კვინტრაძის ცხედარი   მიკვლევის ადგილას   მოგვიანებით,  კვალის დაფარვისთვის იქნა მიტანილი.  "აღნიშნული ფაქტები აძლიერებს ეჭვს, რომ ნიკა კვინტრაძე შესაძლოა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შედეგად იყოს გარდაცვლილი" -  განაცხადა ჩუგოშვილმა .  

ნიკა კვინტრაძე  პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაში მონაწილეობდა. აქციის დაშლის შემდეგ მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელი იყო. 27 მაისს  პლიციამ ”თავისუფლების მოედნის” მეტროსთან ერთ-ერთი მარკეტის სახურავზე ნიკა კვინტრაძის და სულიკო ასათიანის ცხედრებს მიაგნო.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ   ტრაგიკული ფაქტის მიზეზედ ელეტქროსადენებთან  შეხება დაასახელა. მოგვიანებით  შსს-ს  წარმომადგენელმა უარყო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვერსია , რომ აქციის დაშლის დროს ნიკა კვინტრაძე პოლიციას ჰყვადა დაკავებული. შსს-ში ასევე განაცხადეს რომ აქციის დაშლისას პოლიციის ბრალეულობით არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.

”ტაბულასთან” საუბრისას შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ გამოთქმული ვარაუდი კატეგორიულად უარყო. მისი თქმით,  26 მაისს დაკავებული  პიროვნება, რომელიც აქციის დაშლის დროს გადაღებულ ფოტოსა და ვიდეომასალებში ნიკა კვინტრაძეს მიამსგავსეს, სინამდვილეში ქარელში მცხოვრები გიორგი ბაქრაძეა,  ის კი  დღესღეობით  ცოცხალი და ჯანმრთელია.  

უტიაშვილის თქმით, გამოძიება ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების ფაქტზე ამჟამად დასრულებულია და საქმე დახურულია.

ორი სამოქალაქო პირის გარდა, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ორი პოლიციელი დაიღუპა.  ისინი  ნინო ბურჯანაძის კორტეჟის ავტომანქანებმა გაიტანა. სამართალდამცველებმა  ამ ფატქზე ბურჯანაძის პარტიის ოთხი მძღოლი დააკავეს. სასამართლომ  მათ სხვადასხვა ვადით  - 3-დან 12 წლამდე, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შოთა უტიაშვილის ინფორმაციით, 26 მაისს ძალის გადამეტებისათვის სულ 14 პოლიციელი დაისაჯა. ზიგიერთი მათგანი სამსახურიდან დაითხივეს, დანარჩენებს სხვადასხვა სახის სამსახურებრივი სასჯელი დაეკისრათ. პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების საქმის გამოძიებას ამჟამად მთავარი პროკურატურა აწარმოებს.

 

 

კომენტარები