საქართველოსა და ბრაზილიას შორის სავიზო მიმოსვლა გამარტივდება

 საქართველოსა და ბრაზილიას შორის გამარტივებული სავიზო მომოსვლა ამოქმედდება. დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები ვიზის მიღების ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლდებიან,  ორდინარული პასპორტების მფლობელები კი - ნაწილობრივ.  შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის, ბრაზილიაში ვიზიტისას მოეწერა ხელი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის თქმით, გამარტივებული მიმოსვლა პროცედურების დასრულების შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, ამოქმედდება.

საქართველოს მხრიდან ბრაზილიის მოქალაქეებისთვის უკვე დაწესებულიყო იყო გამარტივებული სავიზო რეჟიმი. 

კომენტარები