დღეს სოფელ დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება და მასზე ოსური მხარის მიერ დაკავებული ბზარაშვილების საკითხი იქნება განხილული. ამის შესახებ შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა.
21 წლის შოთა ბზარაშვილი, 23 წლის გიგა ბზარაშვილი, ასევე, 33 წლის ელიზბარ ბზარაშვილი პირობითი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე 22 აგვისტოს დააკავეს. ოსურ მხარეს ბზარაშვილების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა ქართველი სამართალდამცველების ცნობით დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.