ნაპოვნია 10 წლის წინ მოპარული რუბენსის ტილო

საბერძნეთში, ამ ქვეყნის პოლიციამ 10 წლის წინ ბელგიის მუზეომიდან მოპარულ  რუბენსის ტილოს მიაგნო  .  დაკავებულია საბერძნეთის 2 მოქალაქე,  გავრცელებული ცნობებით ისინი ფლამენდელი ფერმწერის შედევრის  1 მილიონ ევროდ გაყიდვას  ცდილობდნენ.  საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ექსპერტმა უკვე დაადასტურა, რომ სამართალდამცველების მიერ მიკვლეული ტილო ნამდვილად რუბენსს ეკუთვნის.

კომენტარები