ჩავესის მხარდამჭერები სოლიდარობის საჩვენებლად თავებს გადაიპარსავენ

ვენესუელის პრეზიდენტის უგო ჩავესის მომხრეები პრეზიდენტის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად თავებს იპარსავენ. ეს პროცესი მთელს ქვეყანაში ტელევიზიით გადაიცემა.  გადაცემას პრეზიდენტი ჩავესიც უყურებს.

ივნისში კუბელმა ექიმებმა ჩავესს კიბოზე ოპერაცია გაუკეთეს. მას შემდეგ ჩავესი ორჯერ ჩავიდა ჰავანაში ქიმიოთერაპიული პროცედურის ჩასატარებლად. პრეზიდენტმა არ გაამხილა, რა სახის კიბო ჰქონდა და განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ აპირებს კენჭი იყაროს პრეზიდენტობაზე.





კომენტარები