საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც უკრაინის საზღვრის გადალახვა სურთ, მესაზღვრეების მხრიდან მთელ რიგ ბარიერებს აწყდებიან. ქართველებს უხდებათ, რამდენიმე საათის ტრანზიტულ ზონაში გატარება, სადაც მათ დაკითხვას უწყობენ. ამ დროს ქართველებს არ ეძლევათ ტელეფონის გამოყენების უფლება. მესაზღვრეები მათ ხშირად ემუქრებიან, რომ მობილურით სარგებლობის შემთხვევაში, უკრაინაში ვერ შევლენ. უკრაინელი მესაზღვრეები სტუმართმოყვარეები ხდებიან, თუ მგზავრი 50 დოლარს იხდის. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა სააგენტომ ”Сегодня”-ს დაუდასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეებზე კონტროლი გამკაცრებულია. პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრეი კუჩეროვმა, განაცხადა, რომ მათ ჩაატარეს კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა იმ ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენას, რომლებიც ყველაზე ხშირად ლახავენ საზღვარს უკანონოდ და უკრაინის კანონებს არღვევენ.
ქართველები ამ სიაში მესამე ადგილზე აღმოჩნდნენ. პირველ და მეორე ადგილს იკავებენ მოლდოვეთი და რუსეთი. ამიტომ, ამ ქვეყნების მოქალაქეები სხვებზე ხშირად გადიან გასაუბრებას.
ქართველები ამ სიაში მესამე ადგილზე აღმოჩნდნენ. პირველ და მეორე ადგილს იკავებენ მოლდოვეთი და რუსეთი. ამიტომ, ამ ქვეყნების მოქალაქეები სხვებზე ხშირად გადიან გასაუბრებას.




