თამბაქოს 5 კომპანია ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) უჩივის ახალი რეგულაციის გამო, რომელიც მათ ავალდებულებს სიგარეტზე ჯანმრთელობის დაზიანების ამსახველი გრაფიკული გამოსახულებები განათავსონ. კომპანიების თქმით, ეს მათ გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას არღვევს, რადგან ის მათ აიძულებს მოწევის საწინააღმდეგო სამთავრობო გზავნილები გაავრცელონ. გრაფიკული გამოსახულებების განთავსება სიგარეტის კოლოფებზე 2012 წლის სექტემბრიდან ხდება სავალდებულო.
ახალ გამოსახულებებზე ვხედავთ, მაგალითად, მიცვალებულს, დაავადებულ ფილტვებს, ჩამსხვრეულ კბილებს, ან ადამიანს, რომელიც სასუნთქ აპარატზეა მიერთებული. 41-გვერდიან საჩივარში კომპანიები წერენ, რომ ახალი გამოსახულებების განთავსება მათ მომხმარებელს დეპრესიაში ჩააგდებს და შეაშინებს. ამასთან, კომპანიებს მიადგებათ ფინანსური ზიანი.
ადვოკატები აცხადებენ, რომ მათთვის მისაღებია წერილობითი გაფრთხილების განთავსება სიგარეტის კოლოფზე, თუმცა საკუთარი პროდუქციის მთავრობის სარეკლამო ბილბორდებად ქცევა მიუღებელია. FDA-ის ამ საკითხზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.