აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ელგუჯა ჯინჭარაძის, მეტსახელად „რემბო“-ს მკვლელობისთვის რუსმა სამართალდამცველებმა 37 წლის რიჩარდ ძასოხოვი დააკავეს. რიჩარდ ძასოხოვი საქართველოში ცნობილი ბიზნესმენის გოჩა ძასოხვის უმცროსი ძმაა. ძასოხოვი ამჟამად რუსეთში ცხოვრობს. ცხინვალის მოვლენების შემდეგ ძასოხოვი პროტესტის ნიშნად საქართველოში აღარ დაბრუნდა. მოსკოვში მან „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ დააფუძნა, რომლის თავმჯდომარეც თავად არის. რუსული მედიის ცნობით, ასამბლეის გამოცხადებული მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობაა. უფროსი ძასოხოვი ასევე არის რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი.
რიჩარდ ძასოხოვი სამართალდამცველებმა კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ტერმიუკში ხუთ აგვისტოს დააკავეს და რამდენიმე დღეში მოსკოვში გადაიყვანეს.
ელგუჯა ჯინჭარაძე, იგივე „რემბო“ შარშან მოსკოვში სასტუმრო „უკრაინასთან“ რამდენიმე თვითმხილველის თვალწინ მოკლეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ჯერჯერობით ელგუჯა ჯინჭარაძის მკვლელობის მოტივზე არ საუბრობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა არ იყო დაგეგმილი და ის მკვლელსა და მოკლულს შორის პირადი შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
ელგუჯა ჯინჭარაძე აჭარის რევოლუციამდე აჭარის შს მინისტრის ჯემალ გოგიტიძის მოადგილე იყო. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ასლან აბაშიძის დაპირისპირებისას, თანამდებობიდან გადადგა, თბილისში ჩამოვიდა და აბაშიძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
აღსანიშნავია, რომ ელგუჯა ჯინჭარაძის ძმა, ბიზნესმენი მამუკა ჯინჭარაძე რამდენიმე წლის წინ ასევე მოსკოვში მოკლეს, ის და მისი მეუღლე რამდენიმე წელი „სახალხო ბანკის“ მსხვილი აქციონერები იყვნენ.