ეროვნული ბანკი გრძელვადიან დაფინანსებებს წაახალისებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გრძელვადიანი დაფინანსების წახალისება დაიწყო. მონეტარული კომიტეტის პოლიტიკის სხდომაზე მიიღებული გადაწყვეტილების მიხედვით,  კომერციული ბანკებს გრძელვადიანი ნასესხები სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა შეუმცირდებათ. ეს გადაწყვეტილება კომერციულ ბანკებს საშუალებას მისცემს სესხების გაცემის კუთხით კიდევ უფრო გააქტიურდნენ.

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებით ეროვნულ ვალუტაში ერთ წელზე მეტი  და უცხოურ ვალუტაში ორ წელზე მეტი ვადით ნასესხები სახსრები  სარეზერვო მოთხოვნებისგან გათავისუფლდა. რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში ერთიდან ორ წლამდე ვადით ნასესხებ სახსრებს, ამ შემთხვევაში სარეზერვო ნორმა  5%–მდეა შემცირებული.

კომენტარები