კაპიტნებს, რომლებიც ვოლგაში ჩაძირულ გემს არ დაეხმარნენ, გაასამართლებენ

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის უფროსის, ალექსანდრე ბასტრიკინის მითითებით,  სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ორი გემის კაპიტანზე, რომლებმაც მდინარე ვოლგაში ჩაძირულ გემს გვერდი აუარეს და თბომავალზე მყოფ ადამიანებს დახმარება არ აღმოუჩინეს. ამის შესახებ განცხადება საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა, ვალადიმირ მარკინმა გააკეთა. იმის შესახებ, რომ ჩაძირული თბომავალის მგზავრებს ორმა გემმა ჩაუარა, სამართალდამცველებს თავად ტრაგედიის თვითმხილველებმა აცნობეს.

რუსული მედიის ცნობით, გამვლელ გემებს ძლიერი წვიმისა და დიდი ტალღების გამო, შესაძლოა, მართლაც ვერ შეემჩნიათ რომ თბომავალი იძირებოდა, თუმცა, სამართალდამცველები აცხადებენ, რომ  კაპიტნები ნებისმიერ შემთხვევაში  გაიგონებდნენ  უბედურების სიგნალს.

ყაზანისკენ მიმავალი თბომავალი მდინარე ვოლგაში გუშინ ჩაიძირა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 128 ადამიანი, მათ შორის ათობით ბავშვია.  გემზე სულ 205 ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფის ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სამართალდამცველები აცხადებენ, რომ გემი გაუმართავი იყო.

 

კომენტარები