დღეს ბადრი პატარაკაციშვილის ოჯახმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბიზნესმენის ოჯახს ტელეკომპანია ”იმედისა” და ”მთაწმინდის პარკის” გამო ხელისუფლებასთან პრეტენზიები აღარ აქვს. ”პატარკაციშვილის ოჯახმა გადაწყვიტა მორიგებით დაასრულოს დავა, რომელიც 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა საქართველოს ხელისუფლებასთან საერთაშორისო არბიტრაჟში და ეხებოდა მთაწმინდის პარკისა და სამაუწყებლო კომპანია "იმედის" დაკარგვასთან დაკავშირებული ზარალის ანაზღაურებას,” ნათქვამია განცხადებაში. პატარაკაციშვილის ოჯახის განცხადებით, მოდავე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტექნიკური დეტალების შესრულებისთანავე საბოლოოდ შეწყვიტონ არბიტრირება .
გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახის წევრების თქმით, ურთიერთკომპრომისის შედეგად მიღწეული შეთანხმების შემდეგ პატარკაციშვილის ოჯახი „უკან იწვევს და ხსნის ყველა საჩივარსა და პრეტენზიას საქართველოს ხელისუფლებისა და „მესამე პირის“ წინააღმდეგ სამაუწყებლო კომპანია ”იმედისა” და ”მთაწმინდის პარკთან” დაკავშირებით.“ ამავე განცხადებაში ბიზნესმენის ოჯახი აღნიშნავს, რომ „ იტოვებს უფლებას გააგრძელოს დავა ჯოზეფ ქეის წინააღმდეგ საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვა აქტივების შესახებ.”