ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტში ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევების შედეგად გაირკვა, რომ დაუსჯელობის შემთხვევაში ევროპელების მხოლოდ ხუთ პროცენტს შეუძლია არ მოითხოვოს ქრთამი. ხოლო კვლევაში მონაწილეთა მხოლოდ ათმა პროცენტმა თქვა უარი ქრთამის მიცემაზე.
კვლევის ფარგლებში სამი ექსპერიმენტული სესია ჩატარდა. პირველი სესიის დროს ქრთამის აღება და მიცემა არ კონტროლდებოდა, მეორე სესიის დროს კი კორუფციის გამო დასჯის ალბათობა ოთხი პროცენტი იყო, ხოლო მესამე სესიის დროს ქრთამის ამღები პირი დაისჯებოდა, თუ ქართამის მოთხოვნისთვის მას დაასმენდნენ, ამასთნ დასჯის ალბათობა ამ შემთხვევაშიც 4 პროცენტი იყო.
სრული დაუსჯელობის სიტუაციაში კვლევის მონაწილეების მხოლოდ ხუთი პროცენტი არ ითხოვდა თანხას, და მხოლოდ ათმა პროცენტმა თქვა უარი ქრთამის მიცემაზე. აუდიტის და შემოწმების სიტუაციაში მხოლოდ 10 პროცენტი არ იღებდა ქრთამს, მაგრამ მოთხოვნილი ქრთამის ოდენობა 100 პროცენტით გაიზარდა. მესამე სესიისგან მკვლევარები კიდევ უფრო ცუდ შედეგებს ელოდებოდნენ, რადგან ქრთამის ამღებთათვის რეალური საფრთხე შემცირდა. თუმცა შერჩევითი კონტროლის, ანუ დასმენის შიშით კვლევის მონაწილეების 30-მა პროცენტმა უარი თქვა ქრთამის აღებაზე, ხოლო ქრთამის თანხა შემცირდა.