მომზადების წესი:
გასუფთავებული ჩალაღაჯი ჩადეთ მარინადში და გააჩერეთ მინიმუმ 6 საათი ან მთელი ღამე.
ჩალაღაჯი ამოიღეთ მარინადიდან, გაამშრალეთ და დაჭერით მედალიონებად.
გააცხელეთ ტაფა, მოასხით ცოტაოდენი ზეთი და შეწვით ხორცი.
დაჭერით კომში კუბებად და მოთუშეთ ხახვთან ერთად დაბალ ცეცხლზე, ვიდრე მასა არ დარბილდება. შეკაზმეთ მუსკატის კაკლით, ფერადი წიწაკით და მარილით. სოუსისთვის: გახსენით კომშის ჯემი ბულიონში, შეურიეთ ჩილის და სოიოს სოუსი, წამოადუღეთ. გაანაწილეთ კომშის პიურე ოთხ თეფშზე, ზემოდან დაადეთ შემწვარი ხორცი და მოასხით კომშის სოუსი.
მიირთვით გემრიელად.