შსს: ტერორისტული აქტის მორიგი მცდელობა აღიკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ტერორისტული აქტის განხორციელების მორიგი მცდელობა აღკვეთა. შსს-ს სპეციალურ განცხადებაში მითითებულია, რომ სამართალდამცველებმა სამეგრელოს რეგიონში გალის რაიონში მცხოვრები პირები - აბესალომ ჩხეტია და თამილა ბენია დააკავეს. ბენიას და ჩხეტიას თან ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდათ, იუწყება შსს. „დაკავებულთა ჩვენებით ირკვევა, რომ მათ ტერორისტული აქტის განხორციელება დაუკვეთა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფმა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა - იგორ ვლასოვმა და სერგეი კუზმინმა,“ წერია შსს-ს განცხადებაში. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დადგენის მიზნით ძიებას აგრძელებს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

კომენტარები