ლუკაშენკო ბელორუსში უცხოური მედიის აკრძალვას ითხოვს

ბელორუსის  პრეზიდენტმა,  ალექსანდრ ლუკაშენკომ  უცხოური მედია სავალუტო და სამომხმარებლო ბაზარზე  სიტუაციის დაძაბვაში დაადანაშულა და განაცხადა, რომ  მათ  ბელურუსში მუშაობა უნდა აეკრძალოს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი იუწყება.

„ყველაზე დიდი ისტერია რუსულ მედიაშია ატეხილი, თუმცა იგივეს აკეთებს „ჩვენი“ მასმედიაც, რომელსაც გაბატონებული მდგომარეობა ქვეყანაში  მხოლოდ სახელმწიფოს წყალობით აქვთ,” თქვა ლუკაშენკომ ”უცხოური  მედიაც ისევე იქცევა, როგორც ე.წ. „ჩვენი“, დასძინა მან.

ბელორუსის  პრეზიდენტმა „ავ საქმიანობაში“ ბრალდებული კონკრეტული გამოცემების დასახელება არ ისურვა იმ მოტივით, რომ ამგვარად მათ ”რეიტინგი შეექმნებათ.”  თუმცა, ლუკაშენკომ მთავრობის წევრებს მოუწოდა: „გააკეთეთ ყველაფერი, რომ მასმედიის ეს საშუალებები ბელორუსის ტერიტორიაზე აღარ იყვნენ“.  „არა იმიტომ რომ ჩვენ მათი გაჩუმება გვინდა, არამედ იმიტომ რომ მთელი აჟიოტაჟი ბაზარზე სწორედ მათ შექმნეს,” განაცხადა ლუკაშენკონ სავალუტო და სამომხმარებლო ბაზარზე შემნილი სიტუაციის გამო გამართულ თათბირზე. 

კომენტარები