ვიდეოსიუჟეტი ქართველ ტრეისერებზე

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/parkura.png##fbimage#
პარკური არის „გადაადგილების ხელოვნება“. მას მთელს მსოფლიოში ბევრი მიმდევარი ყავს, რომლებსაც ტრეისერები ეწოდებათ. სპორტის ამ სახეობით ქართველი ტრეისერებიც არიან დაკავებულები. ზოგიერთი მათგანი, მიუხედავად მათი მცირე ასაკისა, ზოგიერთ პროფესიონალზე არანაკლები წარმატებით ასრულებს ურთულეს ილეთებს, ჰაერსა და მიწაზე.

ტაბულას ვიდეო სიუჟეტი მოგითხრობთ ქართველი ტრეისერების შესახებ. ისინი, ვარჯიშისთვის აუცილებელი პირობების არარსებობის დროსაც კი ახერხებენ Youtube-სა და სხვა ინტერნეტსაიტებზე ნანახი ილეთების გამეორებას, ზოგიერთი მათგანი კი - სრულყოფასაც კი. პარკურით დაინტერესება ნელა იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯანმრთელი ცხოვრების წესის ერთ-ერთი სახეობაა.

კომენტარები