ფორმულა 1: თურქეთის დიდი პრიზი — ფეტელის მესამე ტრიუმფი

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/frml.png##fbimage#
მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი კვლავ შეუდარებელია: თურქეთის დიდი პრიზი წლევანდელ სეზონში მისთვის მესამე გამარჯვებაა! შესაბამისად, გერმანელი პილოტი დიდი უპირატესობით ლიდერობს ჩემპიონატს - მეორე ადგილზე მყოფ მაკლარენის პილოტ ლუის ჰემილტონს 34 ქულით უსწრებს!

წლეულს გამართული სამი დიდი პრიზის დარად, ფეტელმა კვლავ მოიგო საკვალიფიკაციო რბოლა, სტარტზე მეორე კი მისი თანაგუნდელი მარკ უებერი გახლდათ, რომელმაც საბოლოოდ დაკავებული მეორე ადგილით საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზე აინაცვლა.

წინა ეტაპის გამარჯვებული ლუის ჰემილტონი ამჯერად მეოთხე ადგილზე გავიდა და პოდიუმს მიღმა აღმოჩნდა - შეცდომის გამო დაზარალდა. რედ ბულის პილოტებს დაჯილდოვების ცერემონიალზე ფერარის ესპანელი ლიდერი ფერნანდო ალონსო შეუერთდა - მან მიმდინარე სეზონში პირველად მოახერხა საუკეთესო სამეულში შეცვლა. ქულების მოპოვება ალონსოს ბრაზილიელ თანაგუნდელ ფელიპე მასასაც შეეძლო, მაგრამ ახალი საბურავებით ტრასაზე დაბრუნებულმა შეცდომა დაუშვა, რის გამოც მდევრებმა იოლად გაასწრეს.

ჩემპიონატის მეხუთე ეტაპს 22 მაისს ბარსელონა უმასპინძლებს, სადაც ესპანეთის დიდი პრიზი კატალუნიას ტრასაზე გათამაშდება.

 
თურქეთის დიდი პრიზი: სეპანგი, 8 მაისი (პირველი ათეული)

1.სებასტიან ფეტელი (რედ ბული; გერმანია) – 1.30:17.558

2.მარკ უებერი (რედ ბული; ავსტრალია) - +00:8.807

3.ფერნანდო ალონსო (ფერარი; ესპანეთი) - +00:10.075

4.ლუის ჰემილტონი (მაკლარენი; დიდი ბრიტანეთი) - +00:40.232

5.ნიკო როსბერგი (მერსედესი; გერმანია) - +00:47.539

6.ჯენსონ ბატონი (მაკლარენი; დიდი ბრიტანეთი) - +00:59.431

7.ნიკ ჰაიდფელდი (რედ ბული; გერმანია) - +01:00.857

8.ვიტალი პეტროვი (რენო; რუსეთი) - +01:08.168

9.სებასტიან ბუემი (ტორო როსო; შვეიცარია) - +01:09.394

10.კამუი კობაიაში (ზაუბერი; იაპონია) – +01:18.021

 
პილოტები

1.სებასტიან ფეტელი (რედ ბული; გერმანია) – 93 ქულა; 2.ლუის ჰემილტონი (მაკლარენი; დიდი ბრიტანეთი) – 59; 3.მარკ უებერი (რედ ბული; ავსტრალია) – 55; 4.ჯენსონ ბატონი (მაკლარენი; დიდი ბრიტანეთი) – 46; 5.ფერნანდო ალონსო (ფერარი, ესპანეთი) – 41; 6.ფელიპე მასა (ფერარი; ბრაზილია) – 24; 7.ნიკ ჰაიდფელდი (რენო; გერმანია) და ვიტალი პეტროვი (რენო; რუსეთი) – 21; 8.ნიკო როსბერგი (მერსედესი; გერმანია) – 20; 10.კამუი კობაიაში (ზაუბერი; იაპონია) – 8; 11. მიხაელ შუმახერი (მერსედესი; გერმანია) და სებასტიენ ბუემი (ტორო როსო; შვეიცარია) – 6; 12.ადრიან სუტილი (ფორს ინდია; გერმანია) და პოლ დი რესტა (ფორს ინდია; დიდი ბრიტანეთი)

კონსტრუქტორთა თასი

1.რედ ბული - 148 ქულა; 2.მაკლარენი - 105; 3.ფერარი - 65; 4.რენო - 42; 5.მერსედესი - 26; 6.ზაუბერი - 8; 7.ტორო როსო - 6; 7.ფორს ინდია - 4

კომენტარები