ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანის პრეზენტაცია

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/zbr.png##fbimage#
ოთხშაბათს, 27 აპრილს, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ ილიას უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიგამუსი“, ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანის პრეზენტაცია მოაწყო. თანამედროვე ქართველი მწერლებისა და ლიტერატურული კრიტიკოსების შესავალი სიტყვის შემდეგ პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა ავტორისთვის კითხვები დაესვა. იქვე ავტოგრაფ-სესიაც შედგა.

„გასაბერი ანგელოზის“ შეძენა, რომელიც ავტორისთვის რიგით მეცამეტე წიგნია, თბილისის წიგნის მაღაზიებშია შესაძლებელი. როგორც იქვე აღინიშნა, ეს პრეზენტაცია არ ჰგავდა სხვებს, რადგან დამსწრეებს უკვე წაკითხული ჰქონდათ წიგნი და შეეძლოთ მასზე ესაუბრათ კიდეც.

კომენტარები