საქართველოს საგარეო უწყება: რუსეთი დაჟინებით ეძებს არარსებულ ქართულ კვალს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრომ  უარყო რუსეთის  ნარკოტიკების ბრუნვის კონტროლის ფედერალური  სამსახურის უფროსის ბრალდება, თითქოს  ევროპაში ნარკოტიკების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს პორტებიდან ხვდება.

„რუსეთის ხელისუფლება  წლებია  სხვადასხვა დონეზე, დაჟინებით ეძებს არარსებულ ქართულ კვალს თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ ყველა პრობლემაში,“ ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. ქართული მხარის თქმით, მოსკოვს ამ ძიებისას არასოდეს მოჰყავს არანაირი დამამტკიცებელი დოკუმენტები და  ფაქტები და „არც ეს  შემთხვევა აღმოჩნდა  გამონაკლისი.“

საქართველოს საგარეო უწყება ასევე შეახსენებს რუსეთს, რომ სწორედ რუსეთის მიერ კონტროლირებადი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონია უკონტროლო „შავი ხვრელები, სადაც საოკუპაციო ძალების დახმარებით და მათი ზედამხედველობის ქვეშ იწარმოება სხვადასხვა ნარკოტიკი“ და შემდეგ ამ უკონტროლო ტერიტორიიდან ხდება მათი  „ტრანზიტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“

კომენტარები