რუსეთის საგარეო უწყება NATO-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა და „სინანული“ გამოთქვა იმ „ტენდენციური ფორმულირების გამო“, რომელიც განცხადებაშია გამოთქმული რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობის გამო.
რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ მოსკოვმა მედვედევ-სარკოზის შეთანხმების შესრულება 2010 წლის 18 ოქტომბერს დაასრულა, როდესაც "ერთადერთი სადავო ტერიტორიიდან“ - სოფელ პერევიდან რუსული საგუშაგო გაიყვანა.
“რიტუალური შელოცვის მორიგი გამეორება რუსეთის მიერ თავისი ვალდებულებების თითქოსდა შეუსრულებლობის თაობაზე ცრუ სიგნალებს აგზავნის და სინანულს იმსახურებს,“ ნათქვამია განცხადებაში.
15 აპრილს, ბერლინში გამართული NATO-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებაში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე გამოხატეს მხარდაჭერა ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისადმი და მოუწოდეს რუსეთს უკან წაიღოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების გადაწყვეტილება.
“უმჯობესი იქნებოდა, თუ ნატოს პარტნიორები განაწყობდნენ საქართველოს ხელისუფლებას კონსტრუქციული მიდგომისკენ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხების მიმართ,“ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.