საქართველო რუსეთის სამხედრო ტვირთების ტრანზიტს აღარ მოახდენს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის პარლამენტს მიმართა წინადადებით და საქართველოსა და რუსეთს შორის  2006 წელს საქართველოს გავლით სამხედრო ტვირთების ტრანზიტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ანულირება მოითხოვა. ამ ხელშეკრულების   მიხედვითაც ხდებოდა ტრანზიტის რეგულირება პერსონალისა და ტვირთებისთვის რუსეთის იმ სამხედრო ბაზებზე, რომლებიც საზღვარგარეთ არის განლაგებული.  

რადიო თავისუფლებას რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსმა სამხედრო ექსპერტმა ალექსანდერ გოლიცინმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მიზანი გიუმრის სამხედრო ბაზაზე სამხედრო პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის სირთულის შექმნაა.“ვინაიდან რუსეთის არმია წვევამდელებით ივსება ექვს თვეში ერთხელ გიუმრში პირადი შემადგენლობის შეცვლა ხდება, ხოლო თუ ეს შეუძლებელი იქნება სამხედრო ბაზა სერიოზული სირთულეების წინაშე დადგება“ - აცხადებს რუსი სამხედრო ექსპერტი მან ამ შემთხვევაში რუსეთის მიერ გიუმრის სამხედრო ბაზაზე მიწოდებების  განხორციელების ალტერანტიულ გზად  სხვა სახელმწიფოს საჰაერო გზის გამოყენება, ასევე გიუმრის ბაზაზე საჭირო  დიდი მარაგის შექმნა და პირადი შემადგენლობის  კონტრაქტის საფუძველზე გადაყვანა დაასახელა". საქართველოს პარლამენტის თავდაცისა და უშიშროების კომიტეტმა ეს წინადადება უკვე  განიხილა .

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, პარლამენტის პლენარულმა სხდომამ შეთანხმების გაუქმების გადაწყვეტილება დღეს მიიღო.  შეთნხმება 5 წლიანი იყო და მისი შეწყვეტის შესახებ ტრანზიტულ ქვეყანას მეორე მხარისთვის ექვსი თვით ადრე უნდა ეცნობებინა. შეთანხმების ვადა ნოემბერში იწურება ასე, რომ საქართველომ რუსეთთან შეთანხმება ხელშეკრულების პირობის სრული დაცვით შეწყვიტა.   ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი  პარალმენტს მიმართვდა სომხეთში შს მინისტრი ივანე მერაბიშვილი იმყოფებოდა. ახლა კი მეზობელ სახლემწიფოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია სტუმრობს. აღსანიშნავია ასევე , რომ აზერბაიჯანი კარგა ხანია უკამყოფილებას გამოთქვამს საქართველოს გავლით სომხეთისთვის სამხედრო ტვირთების მიწოდების გამო.

კომენტარები