დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 130 ხმით რვის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ PACE მიესალმება საქართველოს მიერ 2008 წლის შემდეგ მიღწეულ პროგრესს. დოკუმენტში მითითებულია, რომ ქართულმა მხარემ 1999 წელს ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად ”მნიშვნელოვანი ძალისხმევა” გასწია.
რეზოლუციაში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინა ინიციატივა ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში არსებული ”პოლარიზაციისა და კონფრონტაციული გარემოს დასაძლევად, ” ასევე ოპოზიციის როლის ”გასაძლიერებლად.” დოკუმენტში აღნიშნულია, რომ PACE მიესალმება ქვეყანაში გატარებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და მოუწოდებს ქართულ მხარეს გაითვალისწინოს ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციებიც. აქვე ნათქვამია, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჯანსაღი დემოკრატიული გარემოს ”ლამუსის ტესტი” იქნება. PACE მოუწოდებს პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმდნენ ისეთ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც ”დაინტერესებულ მხარეთა სრულ ნდობას დაიმსახურებს.”
მიერ დღეს მიღებულ დოკუმენტში PACE-მ შეშფოთება გამოთქვა კანონის თანაბრად გამოყენების პრინციპებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ”ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან, შესაძლოა, ხელისუფლების მიერ სასამართლო რეფორმის კუთხით მიღწეულ თვალშისაცემ პროგრესს ძირი გამოუთხაროს,” ნათქვამია დოკუმენტში. აქვე მითითებულია, რომ პოლიციის მიერ საპროტესტო აქციებზე ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ საჩივრები ჯერ კიდევ არ არის ”ეფექტურად და სისტემურად გამოძიებული.”
რეზოლუცია მიესალმება საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ ნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არაადექვატური საცხოვრებელი პირობებისა და გადატვირთული ციხეების პრობლემის მოსაგვარებლად. ”პატიმრების რაოდენობის ზრდა ძირითადად შედეგია ძალიან მკაცრი, და ზოგჯერ არაპროპორცული სასჯელებისა, თუნდაც მცირე დანაშაულის გამო,” ვკითხულობთ დოკუმენტში. PACE შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლებაის მიერ იძულებით გადაადგილებული პირების თბილისიდან გასახლების ”მანერის” გამო.
რეზოლუციის მიღებას წინ უსწრებდა დებატები მაიკლ იენსენისა და კასტრიოტ ისლამის მიერ მომზადებული ანგარიშის შესახებ საქართველოს მიერ ევროსაბჭოში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. დანიელი და ალბანელი მომხსენებლების მიერ მომზადებული ანგარიში რუსული დელეგაციის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს, თუმცა დებატებზე სიტყვით გამომსვლელთა უმრავლესობამ ანგარიშს ”დაბალანსებული” უწოდა.