ექსტრემალური სპორტის კვირეული

3-9 მარტს მესტიაში ექსტრემალური სპორტის კვირეული გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და adrenaline.ge იყვნენ. შეჯიბრის გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ — პირველი ადგილის მფლობელებს 300 ლარი, მეორე ადგილისა — 200 ლარი, მესამე ადგილოსნებს კი 100. კვირეულის დახურვის დღეს, 9 მარტს, გაიხსნა ყინულის ფესტივალი, მოეწყო დიზაინერ თინათინ მაღალაშვილის კოსტიუმების ჩვენება და ჟურნალისტების შეჯიბრი თხილამურობაში. საღამო გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.

გამარჯვებულთა სია:

მე-7 დღე:
ჟურნალისტების შეჯიბრი : პირველი არხი
Freestyle ski / snowboard: ლადო კობახიძე, მოთხილამურე (Gudauri Ski Resort)

მე-6 დღე:
Freeride ski / snowboard მეორე ეტაპი:
თხილამური: ივა წიკლაური
სნოუბორდი: ზურა ტეკაევი

მე-5 დღე:
Ski vs. Snowboard / Freecross: ჯოი ვიმიერი, მოთხილამურე (აშშ)

მე-4 დღე:
Freeride ski / Snowboard – პირველი ეტაპი:
თხილამური: ივანე წიკლაური
სნოუბორდი: ნუგზარ დიაკვანაშვილი (ბაკურიანი)

მე-3 დღე:
Motocross : დათო ლობჟანიძე

მე-2 დღე:
Ski cross: ირაკლი ჟორჟოლიანი (მესტია)
Snowboard cross: ნუგზარ დიაკვანაშვილი (ბაკურიანი)

პირველი დღე:
Ski marathon: ირაკლი ჟორჟოლიანი (მესტია)
Snowboard marathon: გიორგი ჯაფარიძე (მესტია)

კომენტარები