მუსულმანთა 4000-კაციანი ჯგუფი ეგვიპტის ერთ-ერთ სოფელში კოპტი ქრისტიანების სახლებს თავს დაესხა. უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, თავდამსხმელებმა ქაიროდან 30 კილომეტრში მდებარე სოფელში ეკლესიაც დაწვეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბედი ეწია პასტორსა და სამ დიაკვანს, რომლებიც შემთხვევის დროს ეკლესიაში იმყოფებოდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი ხანძრის დროს დაიღუპნენ, სოფლის მოსახლეობის ნაწილი კი აცხადებს, რომ ისინი თავდამსხმელებს ჰყავთ ტყვედ აყვანილი.
ინციდენტი კოპტ მამაკაცსა და მუსულმან ქალს შორის სასიყვარულო ურთიერთობას მოჰყვა. საინფორმაციო სააგენტო AINA-ს ინფორმაციით, მუსულმანი ქალის მამა მისმა ბიძაშვილმა მოკლა იმის გამო, რომ მამამ ”ოჯახის ღირსების აღსადგენად” ქალიშვილის მოკვლა არ ისურვა. მოგვიანებით, მოკლულის ვაჟებმა ბიძაშვილი შურისძიების მიზნით მოკლეს. სოფლის მუსულმანურმა მოსახლეობამ მომხდარში ქრისტიანები დაადანაშაულა და მათი სახლები გადაწვა. სოფელში, სადაც 12 000 კოპტი ცხოვრობს, სამართალდამცველებმა კომენდანტის საათი დააწესეს.
ეს ბოლო ორი თვის მანძილზე ეგვიპტეში კოპტებზე თავდასხმის მეორე გახმაურებული შემთხვევაა. ახალი წლის ღამეს ქალაქ ალექსანდრიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა კოპტურ ეკლესიასთან თავი მაშინ აიფეთქა, როცა მლოცველები ტაძრიდან გამოდიოდნენ. აფეთქებას მაშინ 21 ადამიანი ემსხვერპლა, 97 კი დაიჭრა. 31 დეკემბერს მომხდარი აფეთქება ეგვიპტის კოპტურმა მოსახლეობამ ფართომასშტაბიანი აქციით გააპროტესტა. დემონსტრანტებმა ხელისუფლება გულგრილობასა და უმოქმედობაში დაადანაშაულეს.