ჰოსნი მუბარაქი სულ მალე გადადგება

ეგვიპტის პრეზიდენტი, ჰოსნი მუბარაქი სულ მალე გადადგება. ამის შესახებ უცხოური მედია ეგვიპტის მმართველი პარტიის გენერალურ მდივანზე დაყრდნობით იუწყება. ჰოსამ ბადრავის თქმით, სატელეფონო საუბარში მან პრეზიდენტს უთხრა, რომ ის უნდა გადადგეს „ქვეყნის კეთილდღეობის“ გამო. „მუბარაქს არ უთქვამს რას გააკეთებს, თუმცაჩემი აზრით, ის პოსტს დატოვებს,“ განაცხადა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა, და დასძინა, რომ დღეს გვიან საღამოს მუბარაქი მოსახლეობას ტელევიზიის საშუალებით მიმართავს. ეგვიპტეში ანტისამთავრობო დემონსტრაციები 25 იანვრიდან მიმდინარეობს. ფართომასშტაბიანი აქცია ქაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე დღესაც გაიმართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელი იყო - 82 წლის პრეზიდენტის გადადგომა. დემონსტრაციების დროს არეულობებს, ოფიციალური მონაცემებით, 297 ადამიანი ემსხვერპლა. ჰოსნი მუბარაქი ეგვიპტეს ბოლო 30 წელია მართავს.
ეგვიპტის კონსტიტუციით ძალაუფლება პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ პარლამენტის სპიკერის ხელში უნდა გადასულიყო, თუმცა ამ შემთხვევაში ძალაუფლებას ხელში სავარაუდოდ უმაღლესი გენერალიტეტისგან შემდგარი სამხედრო საბჭო იღებს,
 
 

კომენტარები