თბილისი მოსკოვს ტერაქტების გამოძიებაში ჩართვას სთხოვს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  შვეიცარიის საელჩოს ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარ ტერ-აქტებთან დაკვშირებით არსებული გამოძიების მასალები და ოფიციალური ნოტა გადასცა. ქართული მხარე შვეიცარიის საელჩოს სთხოვს გამოძიებაში დახმარების მიზნით რუსეთის გენერალურ პროკურატურასთან უშუამდგომლოს. განცხადება ამის შესახებ დღეს საგანგებო ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ გააკეთა .

ქართული მხარე ითხოვს დაეხმარებას საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებაში, რომლებიც ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ასევე სთხოვს რუსეთს, დააკავოს ბრალდებული ბორისოვი, დაკითხოს იგი და დაკითხვას დაასწროს ქართველი სამართალდამცავებიც. "მიუხედავად სახელმწიფოებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობისა, რუსეთის მხარის მონაწილეობა გამოძიებაში მნიშვნელოვანია", - განაცხადა კალანდაძემ ”საქართველოს გადაწყვეტილება ეფუძნება საკითხის სიმწვავეს და გამოძიების ინტერესს,”დასძინა მან.

საქართველოს შსს-მ 4 დეკემბერს  სექტემბერ-ნოემბერში მომხდარ აფეთქებებში ეჭვმიტანილი ექვსკაციანი ჯგუფი დააკავა.  ქართველი სამართალდამცავების თქმით, ჯგუფის წევრები დავალებებს გალში, რუსი მაიორის, ევგენი (ჟენია) ბორისოვისგან იღებდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ორი ეჭვმიტანილი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას აფარებს თავს. თბილისში, ლეიბორისტული პარტიის ოფისთან მომხდარ აფეთქებას  ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

კომენტარები