ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო წელს მსოფლიოში 26-ე, ხოლო ევროპაში მე-14 ადგილზეა. მისი საერთო ქულაა 70.4, რაც მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. საერთო ქულა 10 კომპონენტისგან შედგება. მათ შორისაა ვაჭრობის თავისუფლებაც, სადაც საქართველოს 100-დან 89.1 ქულა აქვს. რაც შრომის თავისუფლების შემდეგ, მეორე, უმაღლესი ქულაა.
2010 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ჰყავდა – თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, აშშ, გერმანია, ჩინეთი, რუსეთი, სომხეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ბულგარეთი. საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიანი მოცულობის (4 მილიარდი დოლარი) 66.9% ამ ქვეყნებზე მოდის. აქედან უდიდესი წილი, 36.9% აქვს თურქეთს – 587.3 მილიონი დოლარი, აზერბაიჯანს – 369.4 მილიონი დოლარი და უკრაინას – 340.8 მილიონი დოლარი.
თურქეთი, გასული წლების მსგავსად, 2010 წლის პირველ ნახევარშიც საქართველოსთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა იყო, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიხედვით. ამ ქვეყანაში საქართველოდან ყველაზე მეტი რაოდენობით – 54.1 მილიონი დოლარი – შავი ლითონების ჯართი გავიდა. თურქეთიდან კი საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობით სამკურნალო საშუალებები შემოვიდა – 20.8 მილიონი დოლარი.
საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორი აზერბაიჯანია. საქართველოდან აზერბაიჯანში ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქი ავტომანქანები გავიდა. რეექსპორტმა 58 მილიონი დოლარი შეადგინა. აზერბაიჯანიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა – 143.5 მილიონი დოლარი.
საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის უკრაინა მესამე ადგილზეა. ამ ქვეყანაში განხორციელებულ ექსპორტში სპირტი და სპირტიანი სასმელები – 14.6 მილიონი დოლარი – ჭარბობდა. უკრაინიდან საქართველოში კი ყველაზე დიდი რაოდენობით სიგარეტი შემოვიდა – 32.6 მილიონი დოლარი.
2010 წლის პირველ 7 თვეში საქართველოდან განხორციელებულ ექსპორტში მსუბუქი ავტომობილები მეორე უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფია და 107 მილიონ დოლარს, ანუ მთლიანი ექსპორტის 12.4 %-ს შეადგენს. სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, რეექსპორტს მხოლოდ ფეროშენადნობები უსწრებს, რაც 145.4 მილიონი დოლარით ანუ მთლიანი ექსპორტის 16.8%-ით განისაზღვრება.
2010 წლის პირველ ნახევარში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იმპორტის უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი – 347.2 მილიონი დოლარი ანუ მთლიანი იმპორტის 13.1%-ია. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები – 173.6 მილიონი დოლარით ანუ მთლიანი იმპორტის 6.6%-ით.
2010 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი (41.2%) იმპორტის ზრდის მაჩვენებელზე (11.7%) მეტი იყო. შედეგად, ექსპორტის წილი მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში გაიზარდა: 2009 წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 20.6% იყო. 2010 წელს 24.7%-ს მიაღწია. შესაბამისად, მოიმატა ექსპორტით იმპორტის დაფარვამ: 2010 წელს – 32.7%-ია, 2009 წელს – 25.9% იყო.
2010 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, საგარეო-სავაჭრო ბალანსის უარყოფითმა სალდომ 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამავე წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო ზრდას განაგრძობს და 2.1 მილიარდ დოლარს აღწევს. რეგისტრირებული ექსპორტი 111.9 მილიონი დოლარით, ხოლო იმპორტი – 432 მილიონით იზრდება.