პარლამენტმა ქობულეთში თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტის მთავარი მიზანი საქართველოში ტურიზმის განვითარების წახალისებაა. სახელმწიფო ქობულეთის ფიჭვნარის ტერიტორიაზე 11.3 ჰექტარს გამოყოფს, სადაც ინვესტორები შეღავათიან პირობებში 27 სასტუმროს აშენებას შეძლებენ.
კანონპროექტის თანახმად, ინვესტორს შესაბამისი მიწის ნაკვეთი – მაქსიმუმ 3.5 ჰექტარი საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა. მან უნდა ააშენოს საშუალო ან მაღალი კლასის სასტუმრო – მაქსიმუმ 7 სართულით და 60 ოთახით. მინიმალურ ინვესტიციად 1 მილიონი ლარია განსაზღვრული.
ქობულეთში 19 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი ბათუმიდან 25 კილომეტრითაა დაშორებული. ტრადიციულად, ეს ადგილი საშუალო შემოსავლების მქონე ტურისტებს უფრო იზიდავდა, ვიდრე დიდ ინვესტიციებს. აქაურობას გამოცოცხლება მხოლოდ 2 თვის განმავლობაში – ზღვის სეზონის პერიოდში ეტყობა. სანაპიროს გასწვრივ ჩამწკრივებული საოჯახო ტიპის კაფეები თითქმის ერთდროულად იხსნება, ვიწრო ქუჩები კი მანქანებით და ხმაურით ივსება. წინასწარი გათვლებით, 2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც პროექტი სრული დატვირთვით ამოქმედდება, ქობულეთში დამატებით 2 ათასამდე სასტუმრო ნომერი შეიქმნება და 500 სამუშაო ადგილი გაჩნდება.
ერთ დროს ქობულეთის ადგილმდებარეობა ქალაქს ინვესტიციების მოზიდვის მხრივ ხელს უშლიდა, რადგან ბათუმთან კონკურენციას ვერ უძლებდა. შარშან ბათუმში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 40 მილიონი ლარი ანუ 22 მილიონ დოლარამდე შეადგინა. წლევანდელი გათვლებით, ბათუმში ინვესტიციები 25 მილიონი ლარით ანუ დაახლოებით 14 მილიონი დოლარით გაიზრდება. 2010 წლის პირველ ნახევარში, საქართველომ უცხოური ინვესტიციების სახით 273 მილიონი დოლარი მოიზიდა. უძრავი ქონება ამ ინვესტიციების 13%-ს შეადგენს.
სახელმწიფომ გადაწყვიტა ქობულეთის მთავარ კოზირად სწორედ ადგილმდებარეობა აქციოს. ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ ბათუმში არსებულ უძრავი ქონების ბუმს შეუერთდნენ. მათ აქვთ შანსი, ბაზარზე დამკვიდრების მთავარ ბარიერებს – უძრავ ქონებაზე მაღალ ფასსა და გადასახადებს გვერდი აუარონ.
ინვესტორები, რომლებიც ააშენებენ სასტუმროებს და შემდეგ 15 წლის მანძილზე პროფილს შეინარჩუნებენ, მოგებისა და ქონების გადასახადისგან ამავე პერიოდით გათავისუფლდებიან. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სასტუმროს შენობამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას (გაზი, წყალი, კანალიზაცია, ელექტროენერგია). საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო პასუხისმგებლობას აიღებს მისასვლელი გზების შეკეთებასა და სასტუმროს ტერიტორიის მიწის ნაკვეთის გონივრულ ფარგლებში კეთილმოწყობასა და გამწვანებაზე.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპეციალური ხარჯები გახდება საჭირო. კანონპროექტი განმარტავს, რომ სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ შეექმნება, რადგან კეთილმოწყობაზე თანხები შესაბამისი სამინისტროებისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში დაიხარჯება. თუმცა, ჯერჯერობით დაზუსტებით არავინ იცის, რა თანხა შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა.
საშეღავათო პირობები მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ ინვესტორი საინვესტიციო ვალდებულებებს შეასრულებს. კანონპროექტის მიხედვით, ის ვალდებულია სასტუმროს მშენებლობა 2011 წლის 1 აგვისტომდე დაასრულოს. მოვალეობის შეუსრულებლობისას, ინვესტორს ვადა ავტომატურად 3 თვით გაუხანგრძლივდება. ეს დროც თუ არ ეყოფა, მაშინ მას მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ქონება ჩამოერთმევა და სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნდება.
ინვესტორს შეუძლია სასტუმრო გაასხვისოს. ოღონდ ამისთვის მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინასწარ უნდა აცნობოს. კანონპროექტი არ ადგენს თუ კონკრეტულად რა ვადებში უნდა მოხდეს სამინისტროს გაფრთხილება და მხოლოდ ზოგადი დებულებით შემოიფარგლება: „ინვესტორი უფლებამოსილია გაასხვისოს სასტუმრო კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის თაობაზეც გონივრულ ვადებში უნდა აცნობოს სამინისტროს”. ასევე არაფერია განსაზღვრული, თუკი ინვესტორი „გონივრულ ვადას” საკუთარი ინტერპრეტაციით, მაგრამ არასწორად განსაზღვრავს.
დაინტერესებულ ინვესტორებს ტურისტულ ზონაში მიწის ნაკვეთებს სპეციალური კომისია გადასცემს. მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობს. კონკურსში უკვე 48 განაცხადი მიიღეს. აქედან 40 ადგილობრივი კომპანიისაა, ხოლო 8 – უცხოურის. მათ შორისაა: ესპანეთი, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი და რუსეთი. კომისიამ გადაწყვეტილება განაცხადების გაცნობიდან 2 კვირაში უნდა მიიღოს.
2010 წლის იანვარ-სექტემბერში აჭარა 832 ათასმა ტურისტმა მოინახულა. ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 2-ჯერ, ხოლო 2008 წელთან შედარებით, თითქმის 4-ჯერ უფრო მეტია. უცხოელ ტურისტთა უმეტესობა – 40.4% თურქეთიდან შემოვიდა. ტურისტების რაოდენობით მეორე ადგილზეა სომხეთი – 35.4%, მესამე პოზიციას კი აზერბაიჯანი იკავებს – 14.7%.