მეცნიერების მიერ ახსნილი სასწაულების ნუსხას კიდევ ერთი შეემატა. ბიბლიის მიხედვით, როდესაც მოსეს ებრაელები ეგვიპტელების მონობიდან გამოჰყავდა, ღმერთმა წითელი ზღვა ორად გაყო და მის რჩეულებს გაქცევის საშუალება მისცა. ატმოსფერული კვლევების ამერიკის ნაციონალურ ცენტრში კი აცხადებენ, რომ ამაში ზეციერის ხელი არ ერია. შექმნილია კომპიუტერული მოდელი, რომელიც ფიზიკის კანონებზე დაყრდნობით ხსნის ამ მოვლენას. კვლევის მიხედვით – აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, რომელიც ლეგენდის თანახმად ღმერთმა ებრაელთა წინამძღოლს გამოუგზავნა – გახდა ზღვის უკან დახევის მიზეზი. მოვლენის შემდეგ ორად გაყოფილი წყლის ეფექტი შეიქმნა. სავარაუდოდ, მოსემ სწორედ ამ შემთხვევით ისარგებლა. ეს ვერსია რომ რეალობასთან საკმაოდ ახლოსაა, კოლუმბიის უნივერსიტეტის საგანგებო კვლევებიც ადასტურებს. მოდელი ცვლის მოქმედების ადგილსაც. წითელი ზღვის ნაცვლად, როგორც ეს ბიბლიაშია, „ზღვაში გავლის” ადგილად ნილოსის შესართავი სახელდება.
მოსეს წყალი არ გაუყვია

tbl.ge/32i
დაკოპირდა




