სადაა ფეხბურთის ღმერთი? ეჭვი მაქვს, კოპაკაბანას და იპანემას პლაჟებშია ჩამალული და იქიდან ასაზრდოებს ფეხშიშველ ბრაზილიელ ბიჭებს, მალანდროებს, დაბადებულებს ფაველაშებში, ბარაკებით მორწყულ უღატაკეს უბნებში, სადაც შეხვალ და უფრო ვერ გამოხვალ, სადაც კანონის არსებობაზეც კი არაფერი სმენიათ, სადაც სიკვდილის, იარაღის, გაჭირვების, პროსტიტუციის, ნარკოტიკების კოქტეილი მუდმივ ცეცხლზეა შემოდგმული და ვისაც ამ კოქტეილის გემოს გასინჯვა, ანუ დაღუპვა არ სურს, ის ფეხბურთის ღმერთთან მიდის აღსარებაზე.
ბურთი ერთადერთი საშვია ამ ჯოჯოხეთიდან გამოსაღწევად და ბრაზილიელებს ამიტომაც უყვართ ის სხვებზე მეტად და სულ სხვანაირად. ბურთი მათი მთავარანგელოზია, მფარველი და გადამრჩენელი. შეხედეთ, როგორ ექცევიან, როგორ ეფერებიან, როგორ უფრთხილდებიან. გახსოვთ გარინჩა, კოჭლი კაცი, რომელსაც მთელი მსოფლიო დასდევდა იმის წასართმევად, რამაც ლეგენდად აქცია? ვერ წაართვეს.
მარტო ბრაზილიაში შეიძლება ქალმა სტადიონზე, თამაშის დროს იმშობიაროს; მარტო ბრაზილიაში შეიძლება, უსინათლო გულშემატკივარი სტადიონზე ფეხბურთის მოსასმენად დადიოდეს; მარტო ბრაზილიურმა ფეხბურთმა შეიძლება ომი გააჩეროს; მარტო ბრაზილიაში ითხოვენ ნაკრებისგან არა უბრალოდ მსოფლიო ჩემპიონობას, არამედ მსოფლიო ჩემპიონობას ლამაზად.
მაგრამ დრო იცვლება. ბრაზილიის პლაჟებზე, იქ, სადაც ნაგანგარჭობილი მალანდროები ბურთთან ერთად ამოუხსნელ ფოკუსებს აკეთებდნენ, უკვე წლებია დაიარებიან ევროპიდან ჩასული აგენტები, რომლებიც დიდი კლუბებისთვის იაფ და ხარისხიან პროდუქტს ეძებენ. მათთვის ეს დეზერტირების ბაზარივითაა, თუმცა ჭკუა ბრაზილიელებმაც ისწავლეს და თავადვე გახსნეს ადგილზე აკადემიები, სადაც თანამედროვე, ევროპული აქცენტების ფეხბურთი ისწავლება და კურსდამთავრებულებიც პარტია-პარტია იგზავნებიან წამყვან ლიგებში - ესაა ამ სკოლების ერთადერთი მიზანი. უმრავლესობა ვარსკვლავი ხდება, მაგრამ მალანდროდ ვეღარავინ რჩება. რომარიოს უდარდელი გენიალურობა ისტორიას ჩაბარდა და ამიტომაც ძნელია, ბრაზილიის დღევანდელ ნაკრებს მაინცდამაინც ეგზოტიკური გამარჯვება მოსთხოვო. მარტო გამარჯვებაც იკმარებს.
არა, ბრაზილიელები არ გარობოტებულან, უბრალოდ, იმდენი ქუსლი, ფინტი, სხვაგან გახედვა და სხვაგან პასი, ფეხებს შორის გაძვრენა, ღიმილი და სამბა აღარაა. სამაგიეროდ, ფუნდამენტური ამბები ადგილზეა. მაგალითად, პასი, რომელიც ყოველთვის ყველას ჰგონია, რომ ადვილად ჩაიჭრება, მაგრამ ბოლო მომენტში ყოველთვის ყველას აკლდება წამის მეასედი. ეს ის წამის მეასედია, რომლითაც პლაჟებზე მიმალულმა ფეხბურთის ღმერთმა ბრაზილიელები დააჯილდოვა და რაც არ უნდა მოხდეს, ეს ფორა მათ სულ ექნებათ.
იტალიელი და გერმანელი წინაპრების შთამომავალმა კარლოს დუნგამ უკვე დაასახელა სამხრეთ აფრიკაში წამსვლელი 23 ფეხბურთელი, რომელთა შორისაც ვერ მოხვდნენ: რონალდინიო, რონალდო, ადრიანო, პატო და დიეგო. ამათ საშუალო კლასის დაცვა რომ დაამატო, შეიძლება ყველას მოუგონ და ეს ბრაზილიელების მუდმივი პრობლემაა: მათ ერთი შემადგენლობის შერჩევა კი არა, ბევრი შემადგენლობიდან საუკეთესოების არჩევა უწევთ, რაც ძალიან რთული და სარისკო ამბავია. ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ, რომ დუნგას შეეშალა, რომ დუნგა ძალიან მშრალ სტრატეგიას და ფეხბურთელებს ირჩევს, მაგრამ ეს წყლის ნაყვაა, რადგან ყველაზე კარგად დუნგამ იცის, რა და როგორ.
ჯერჯერობით დუნგას ნაკრებმა ყველა ტურნირი მოიგო, სადაც კი ითამაშა (კოპა ამერიკა, კონფედერაციის თასი) და შესარჩევი ციკლიც პირველ ადგილზე, ულაპარაკო უპირატესობით ჩაამთავრა. გარდა ამისა, ამხანაგურ მატჩებში მოუგო ყველა ელიტურ მოწინააღმდეგეს: ინგლისს (1:0), პორტუგალიას (6:2), იტალიას (2:0) და, რაც მთავარია, ღირსეულად გააგრძელა 21-ე საუკუნის ტრადიცია - არგენტინელების „ცემა-ტყეპა” ყველგან, ყოველთვის და ნებისმიერი შემადგენლობით: დუნგას ბრაზილია არგენტინას ოთხჯერ შეხვდა, სამჯერ შეურაცხმყოფლად გადაურბინა (3:0 ლონდონში, ამხანაგურში, 3:0 კოპა ამერიკის ფინალში და 3:1 შესარჩევ მატჩში როსარიოში, მარადონას თვალწინ), ერთხელაც 0:0 დამთავრდა...
ბრაზილიის ნაკრების ავტობუსს უკვე ახალი სლოგანი მიაწერეს: Lotado! O Brasil inteiro está aqui dentro! ანუ: გაივსო! მთელი ბრაზილია აქ ზის!
ჰოდა, მეც მანდ ვარ, მაგ ავტობუსში!