"ნეიტრალიტეტი" და "ბლოკგარეშე ქვეყანა" - კრემლის უკვე დაცდილი სატყუარებიმრავალი წლის განმავლობაში ნეიტრალიტეტის თემის წამოწევით რუსულმა პროპაგანდამ თითქოს მიზანს ვერ მიაღწია - ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ვექტორი არ შეცვლილა და ჯერჯერობით ამის ნიშნებიც არ ჩანს. თუმცა, სულ მცირე, საქართველოში რუსეთმა პროპაგანდის თუ "რბილი ძალის" მეშვეობით ის მოახერხა, რომ დებატების და დავის საგნად აქცია ისეთი თემები, რომლებიც წინა წლებში სადაო და დისკუსიის საგანი არ ყოფილა.