რუსული პროპაგანდა საქართველოში

იღუმენი ლუკა: ვინც დასავლეთს სატანისტად მოიხსენიებს, რუსული პროპაგანდის მსხვერპლია

პოლიტიკა ნამდვილად არ არის ჩემი საქმე, უბრალოდ, მსურს იმ ხალხს მივმართო, ქრისტესა და მართლმადიდებლობის სახელით ევროპას ან ამერიკას, იქ მცხოვრებ ერებსა და ხალხებს, სატანისტებად რომ რაცხავს. დამიჯერეთ, ახლო მეზობელი, ოღონდ მათი პოლიტელიტა, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თქვენ ასე იფიქროთ. თქვენ ხართ პროპაგანდის მსხვერპლნი. ეს ის ძალაა, ვინც ილია მოკლა, ვინც ქართველი ისე დააკნინა, რომ ლამის იდენტობა დააკარგინა, სამშობლო გუბერნიებად დაუყო და ტაძრის გუმბათები ხახვის თავებით შეუცვალა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან გასვლაში ეხმარება, ათასობით ქართველს სახლი წაართვა და ლტოლვილად აქცია, ჯარი შემოგვისია და ჩვენი ბიჭების სისხლი დალია. მანვე, პროპაგანდის მეშვეობით, საკუთარი ჯარისა და მოსახლეობის დიდი ნაწილი დაარწმუნა, რომ ქართველები მუსლიმები ვართ და საშიშები, ამას ის ფაქტი ადასტურებს, რომ 2008 წელს ფსკოვის არმიაში, რომელმაც სამაჩაბლო წაგვართვა, უკვირდათ ეკლესიებს რომ ხედავდნენ. მეთაურები უმტკიცებდნენ, რომ ეს ოსური ეკლესიები იყო. ქართველებო, დებო და ძმებო, ქრისტიანებო და არა ქრისტიანებო, ნუ გახდებით ერთ, დიდ, წითელ სახლში დაწერილი პროპაგანდის მსხვერპლნი და მუდამ გვახსოვდეს წართმეული ტერიტორიები. ჩვენი გმირების დაღვრილი სისხლი

წერს facebook-ის პირად გვერდზე ლისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი

კომენტარები