სამშენებლო სექტორი

ყველაზე ღარიბები ყველაზე მდიდრებისთვის - სამშენებლო სექტორის დახმარების სამთავრობო გეგმა
ყველაზე ღარიბები ყველაზე მდიდრებისთვის - სამშენებლო სექტორის დახმარების სამთავრობო გეგმა
გუშინ, 28 მაისს მთავრობამ, უძრავი ქონების ბაზრის ანტი-კრიზისული გეგმა წარმოადგინა. მხარდამჭერი პაკეტის მოცულობა 434 მილიონი ლარია. ამ თანხის უდიდესი ნაწილი სამი მიმართულებით განაწილდება, ესენია: მიმდინარე მშენებლობების ფართის 30%-ის დაზღვევა - ბიუჯეტი 200 მილიონი ლარი; დევნილებისთვის შესაძენი ბინების რაოდენობის სამჯერ გაზრდა - ბიუჯეტი 150 მილიონი ლარი; და ასევე, მომდევნო ექვსი თვის ვადაში გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის 4%-ის სუბსიდირება - ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი.