სამშენებლო სექტორი

საპარტნიორო ფონდი: ქართული სენდვიჩ პანელები იმპორტის დიდ ნაწილს ჩაანაცვლებენ

ICES-ის სენდვიჩ პანელები
ტაბულა

რუსთავის გზატკეცილზე საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით ქართული წარმოების ეგრეთ წოდებული სენდვიჩ პანელების საწარმო გაიხსნება. საწარმოს მშენებლობა მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე ვარაუდობს, რომ ქართული წარმოების სენდვიჩ პანელები იმპორტულს თითქმის სრულად ჩაანაცვლებენ. მათი მწარმოებელი ქარხანა იტალიური და სამხრეთკორეული დანადგარებით იქნება აღჭურვილი. მომავალი წლისთვის 2.8 მილიონი კვადრატული მეტრის ოდენობის პანელის წარმოება იგეგმება. 

საწარმო ადგილზე ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც დაათვალიერა. კვირიკაშვილმა განცხადება საპარტნიორო ფონდის შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით 30 სექტემბერს გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ფონდის განვითარების საფინანსო კორპორაციად გადაკეთება იგეგმებოდა.

კვირიკაშვილის თქმით, დღესდღეობით საპარტნიორო ფონდის სტრუქტურული ცვლილება დღის წესრიგში აღარ დგას, ის ფუნქციონირებას არსებული ფორმით გააგრძელებს. თავად კი ამ იდეას თავიდანვე სკეპტიკურად უდგებოდა. განვითარების ბანკის ჩამოყალიბება თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში დააანონსა. 

"საპარტნიორო ფონდისთვის სამშენებლო სექტორი პრიორიტეტულია და მზად არის, ხელი შეუწყოს ბაზრის ამ მიმართულებით განვითარებას", - აღნიშნა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

კომენტარები