საბანკო რეგულაციები

გვენეტაძე: საბანკო რეგულაციებს სამშენებლო სექტორი არ დაუზიანებია, პირიქით, გააჯანსაღა

კობა გვენეტაძე
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულმა საბანკო რეგულაციებმა სამშენებლო სექტორს არათუ ავნო, არამედ მისი გაჯანსაღება გამოიწვია.

"სამშენებლო სექტორი ბოლო ზრდაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყო. რაც არანაირად არ ეთანხმება იმ მოსაზრებებს, თითქოს ამ რეგულაციამ ეს სექტორი დააზიანა. პირიქით, ამ რეგულაციამ ეს სექტორი დააზიანა, ზრდა არის საკმაოდ კარგი და მისი კონტრიბუციაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში გრძელდება." - თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მართალია, 2019 წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამშენებლო სექტორის ბრუნვა გაიზარდა, თუმცა უშუალოდ რეგულაციების შემოღების შემდეგ, 2019 წლის პირველ კვარტალში სამშენებლო სექტორის ბრუნვა შემცირდა. 2019 წლის პირველ კვარტალში შემცირდა აგრეთვე სამშენებლო სექტორში დასაქმებულების რაოდენობაც. მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ, 0.15%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური არ აქვეყნებს გასული წლების კვარტლურ მონაცემებს, რის გამოც ვერ ვზომავთ, შემცირებულია თუ გაზრდილი ბრუნვისა და დასაქმებულთა ზრდის ტემპი.

კომენტარები