ნაზი ჯანეზაშვილის ბრძოლა ე.წ. კლანთან, რომელიც სასამართლოს მართავსნაზი ჯანეზაშვილი უკვე 3 წელია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია. 2017 წლის 21 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ის 108 ხმით, 4 წლით აირჩია.
მანამდეც, ორგანიზაცია მოსამართლეთა ერთობის ხელმძღვანელობისას და მას მერეც, საბჭოს წევრობისას, ჯანეზაშვილი ხმამაღლა საუბრობს სასამართლო სისტემის პრობლემებზე: კლანურობაზე, ნეპოტიზმზე, გამჭვირვალობის ნაკლებობაზე. კრიტიკული პოზიციების გამო საბჭოს სხვა წევრების მხრიდან ხშირად არის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და თავდასხმის ობიექტი. თუმცა, როგორც ამბობს, იდეა, რომელსაც ემსახურება, მძიმე გარემოსთან გამკლავებაში ეხმარება.