თავდასხმა საფრანგეთში

საფრანგეთში, ეკლესიაში მძევლები აიყვანეს, ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

RTL France

Reuters-ის ცნობით, საფრანგეთის ქალაქ რუანთან ახლოს მდებარე ეკლესიაში ორმა დანით შეირაღებულმა პირმა 4-დან 6-მდე მძევალი აიყვანა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთ-ერთი მძევალი, რომელიც ამავე ეკლესიის მღვდელი იყო. ორივე თავდამსხმელის ლიკვიდაცია პოლიციამ უკვე მოახდინა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, მძევლებს შორის მღვდლის გარდა, ორი მონაზონი და მრევლის წევრები იყვნენ.

ფრანგული ტელევიზია France 3-ის ცნობით კი, ადგილიდან სროლის ხმაც გაისმა. 

კომენტარები