ქართული სახელმწიფო ისტორიულ მაქსიმუმზეა როგორც უსაფრთხოების და სხვადასხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით, ასევე რეალურ დროში პრევენციული ღონისძიებების გატარების ხარისხით.
თუმცა, აქვე მინდა მკაფიოდ და ყველას გასაგონად განვაცხადო, ჩვენი მიზანი არ არის ბევრი დაკავებული, ბრალდებული თუ დაჯარიმებული პირი, ჩვენი, ქართული სამართალდამცავი სისტემის, საქართველოს ხელისუფლების და ქართული სახელმწიფოს მიზანია დანაშაულისგან, სიძულვილის ენისგან, დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო და საზოგადოება, რომელიც არ ჯერდება მხოლოდ იმას, რომ საქართველო დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში.
ჩვენ ვზრუნავთ მაქსიმალურ პოზიტივზე და პოზიტიურ შედეგებზე ყველა მიმართულებით, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ განსაკუთრებით ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხის და მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერის პირობებში.
გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი სამმართველო
მდინარაძე: ჩვენ ვზრუნავთ მაქსიმალურ პოზიტივზე




