რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა – ისმოდა აფეთქებების ხმაც

Exilenova+

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, 30 ივნისის ღამის 04:00 საათზე დედაქალაქზე დრონებით შეტევა დაიწყო, რის ფონზეც მოსკოვის ოლქის აეროპორტებში ფრენები დროებით შეფერხდა.

სობიანინის მტკიცებით, საჰაერო თავდაცვამ 50-მდე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ.

დილის 7 საათზე რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში ფრენები დროებით შეიზღუდებოდა.

პარალელურად, ტელეგრამ-არხ Exilenova-მ მოსკოვის ოლქის თავზე გადაღებული დრონების კადრებიც გაავრცელა:

არხის მიხედვით, აფეთქებები და ხანძარი იყო მოსკოვის ოლქის ქალაქ ეგორიევსკში, ხოლო ქალაქ დუბნაში "ორი დარტყმა" იყო. 

უკრაინული მედია წერს, რომ დუბნაში მდებარეობს კრონშტადტის ქარხანა, რომელიც დრონებს აწარმოებს, და ასევე ქარხანა "რადუგა," რომელიც სხვადასხვა ტიპის ფრთოსან რაკეტებს აწარმოებს. 

კომენტარები