საფრანგეთი

საფრანგეთმა ბირთვული წყალქვეშა ნავების ბაზის თავზე დრონების უკანონოდ გადაფრენა აღკვეთა

ფრანგული ბირთვული წყალქვეშა ნავი, 2007 წ.
AP Photo/Francois Mori, Pool, File

საფრანგეთის ხელისუფლებამ 5 დეკემბერს განაცხადა, რომ მაღალჩინოსნები ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ფრანგული ბირთვული წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბაზის თავზე დრონების უკანონოდ გადაფრენის შემთხვევას იძიებენ.

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 4 დეკემბრის ღამეს ბრიტანის მხარის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე რამდენიმე დრონი შენიშნეს. არსებული ცნობებით, აღნიშნულ ბაზაზე ქვეყნის ოთხი ბირთვული წყალქვეშა ნავია განთავსებული. 

ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, კატრინ ვოტრენმა დაადასტურა, რომ სამხედროებმა ბაზის თავზე დრონების გადაფრენის მცდელობა აღკვეთეს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ მოხდა ეს. 

"ჩვენს ქვეყანაში სამხედრო ობიექტზე ნებისმიერი სახით გადაფრენა აკრძალულია." - განაცხადა ვოტრენმა და სამხედროები დრონებისთვის გზის გადაჭრის გამო შეაქო. 

კომენტარები