ქართული ოცნება

კობახიძე: ივანიშვილის რჩევით ხშირად ვსარგებლობ, რაც ყოველთვის ფასდაუდებელია

ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო საქმიანობაში ზედმეტად არ ერევა, სხვადასხვა პრემიერმინისტრთან დაკავშირებულმა გამოცდილებამაც დაადასტურა. ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას იმ ფარგლებში ახდენს, რაშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილი სამთავრობო მენეჯმენტსა და საკადრო გადაწყვეტილებებში არსებითად არ ერევა. 

ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, მისი რჩევით ხშირად ვსარგებლობ, როცა საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება. მისი რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა, პირველ რიგში, სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, არასწორი იქნებოდა.

ბიძინა ივანიშვილთან ერთად პერიოდულად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება, სადაც პოლიტიკის საკვანძო საკითხები განიხილება. ივანიშვილი განსხვავებულ აზრს განსაკუთრებულ პატივს სცემს - შესაბამისად, გუნდში ყველა აზრი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობის საფუძველზე ყალიბდება. ამგვარი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობისას, ყველაზე ხშირად ივანიშვილის აზრი იმარჯვებს, რაც მისი განსაკუთრებული კომპეტენციის დამსახურებაა. 

თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები