სომხეთის არჩევნები 2026

რუბიო: ველით ფაშინიანთან მუშაობას კავკასიაში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად

ვულოცავ პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მისი პარტიის ხელახლა არჩევას. მშვიდობისკენ სწრაფვაში აშშ პრემიერმინისტრი ფაშინიანის გვერდით დგას და ჩვენ ერთგულები ვართ ვაშინგტონის ისტორიული სამშვიდობო სამიტის მიზნების წინ წაწევის მიმართ, მათ შორის, საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის (TRIPP) დანერგვით. ველით ერთად მუშაობას, რათა სამხრეთ კავკასიაში და მის მიღმა მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უზრუნველვყოთ.

წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო X-ზე გავრცელებულ პოსტში და სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. 

კომენტარები