ომი ახლო აღმოსავლეთში

ისრაელმა ირანზე საპასუხო საჰაერო იერიშები მიიტანა – აფეთქებების ხმა ისმოდა თეირანშიც

მაკდონელ დუგლასი F-15I ღაზის სექტორში იერიშების მისატანად ფრინდება, 11 ოქტომბერი, 2023
IAF

რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ირანმა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო ძალებმა ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში სამხედრო სამიზნეებზე იერიშები მიიტანა. 

IDF-ის ცნობით, ოპერაციასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ. 

ადგილობრივი მედიის მიხედვით, აფეთქებების ხმა ისმოდა თეირანში, თავრიზსა და ისპაანში. 

Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელის დარტყმების შემდეგ ირანმა თეირანის იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტი დახურა. 

თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადად, რომ ისრაელმა ირანზე იერიშები ჰაერი-მიწა ტიპის ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა. 

გამოცემა Axios-ის ცნობით, ისრაელის იერიშებამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანზე საპასუხო იერიშებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა

კომენტარები