უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა "მანიპულაციური" უწოდა რუსეთის მხარის განცხადებებს იმის შესახებ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპირებულ ლუგანსკში სამოქალაქო ობიეტქებს დაარტყეს.
გენშტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალები არტყამენ "სამხედრო ინფრასტრუქტურასა და სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებულ ობიექტებს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ომის კანონებისა და წესების მკაცრი დაცვით".
უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა, რომ 22 მაისის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმები მიიტანეს "რუსი აგრესორის რიგ ობიექტებზე". მათ შორის იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, საბრძოლო მასალების საწყობები, საჰაერო თავდაცვის საშუალებები, მართვის პუნქტები, მათ შორის "ქალაქ სტარობელსკის რაიონში მდებარე დანაყოფ "რუბიკონის" ერთ-ერთი შტაბი". რუბიკონი რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატების დანაყოფია.
აქამდე ლუგანსკის ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაცია ირწმუნებოდა, რომ 22 მაისის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სტარობელსკის კოლეჯზე მიიტანა იერიში. რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი 23 მაისს ათამდე გაიზარდა.
22 მაისს ვლადიმირ პუტინმა მომხდარს ტერაქტი უწოდა. მისი მტკიცებით, კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტები არ ყოფილა. პუტინი ირწმუნება, რომ იერიში შემთხვევითი არ ყოფილა. მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საპასუხო დარტყმების მომზადება დაავალა.




