შვედეთმა რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის დაკავებული ტანკერის, Sea Owl 1-ის ახალი კაპიტანი დააკავა, რომელიც, როგორც შვედური მედია წერს, ქართველია.
შვედური გამოცემა Expressen იუწყება, რომ გემის ახალი დაკავებული მეთაური არის 63 წლის მამაკაცი საქართველოდან და ის ეჭვმიტანილია ყალბი დოკუმენტების წარდგენაში.
გემს უკვე ჰქონდა ნებართა, დაეტოვებინა პორტი, თუმცა, შვედეთის სატრანსპორტო სააგენტომ აღმოაჩინა, რომ ახალი კაპიტნის მიერ წარდგენილი დოკუმენტები საეჭვოდ გამოიყურებოდა, რის შემდეგაც ეჭვმიტანილი 15 მაისს, გვიან საღამოს დააკავეს.
დაკავებული უარყოფს ბრალდებებს.
ტანკერი Sea Owl 1, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს" მიეკუთვნებოდა, შვედეთის სანაპირო დაცვამ ტრელებორგის მახლობლად 2026 წლის 12 მარტს დააკავა. გემი, სავარაუდოდ, ყალბი დროშით ცურავდა და არ გააჩნდა მოქმედი რეგისტრაცია, რის გამოც მას შვედეთის ტერიტორიულ წყლებში დარჩენა აეკრძალა.
შვედეთის სანაპირო დაცვამ ასევე დააკავა გემის თავდაპირველი კაპიტანი, რომელიც ეროვნებით რუსია.
შვედეთმა ერთ კვირაში რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" მეორე გემი დააკავა




