ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი

შვედეთმა ერთ კვირაში რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" მეორე გემი დააკავა

Sea Owl 1  
შვედეთის სანაპირო დაცვა  

შვედეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, კარლ-ოსკარ ბოლინმა განაცხადა, რომ 12 მარტს, რომ ამ კვირაში მეორედ დააკავეს ნავთობტანკერი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის.

მინისტრის თქმით, ტანკერის სახელი არის Sea Owl 1 და არსებობს ეჭვი, რომ ის არც ერთ სახელმწიფოზე არ არის რეგისტრირებული, მასზე მოქმედებს ევროკავშირის სანქციები და ის ატარებს ნავთობს ან სხვა თხევად საწვავს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვედეთს "რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემის წინააღმდეგ კიდევ ერთ გადამწყვეტი ნაბიჯისთვის".

ცნობისთვის, 6 მარტს, შვედეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ქალაქ ტრელებორგთან, შვედეთის წყლებში, ყალბი დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი "Caffa" დააკავეს. 

სანაპირო დაცვის განცხადებით, გემი გვინეის დროშის ქვეშ დაცურავდა, თუმცა, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტომ ის უსახელმწიფო ხომალდად ჩათვალა.

 
 

კომენტარები