საქართველოს საპარტრიარქო

დაკავებულია მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა – შსს

დაზიანებული ჭიშკარი და შლაგბაუმი საპატრიარქოში
საზოგადოებრივი მაუწყებელი

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დააკავეს მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

20 მაისს საქართველოს საპატრიარქოს ეზოში მანქანა შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი მოგლიჯა. ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებელმა გაავრცელა.

რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მანქანა ნაქირავები იყო. მათ მოქალაქე თ.ც-მ უთხრათ, რომ ტოიოტა პრიუსი მისი მშობლების საკუთრებაა. მისივე თქმით, მანქანას მისი მშობლები ვებსაიტის მეშვეობით აქირავდებნენ, კაცმა კი მას უთხრა, რომ საჭესთან ცუდად გახდა.

"ამ შემთხვევაშიც, მათთვის უცხო კაცი მათ დაუკავშირდა, რის შემდეგაც ავტომობილი მიაქირავეს. მოქალაქემ ჯერ სხვა დეტალები არ იცის, თუმცა გვეუბნება, რომ კაცის მონათხრობის თანახმად, იგი საჭესთან ცუდად გახდა და ამიტომ შეეჯახა შლაგბაუმსა და ჭიშკარს". - წერს რადიო თავისუფელბა.  

კომენტარები