საქართველო-ჩინეთი

ხელი მოვაწერე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებულ ვერსიას - ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრთან ერთად ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებულ ვერსიას.

უწყების ცნობით, ივანიშვილის მინისტრმა ვიზიტის დროს აქცენტი გააკეთა ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე, რომლის დროსაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩამოყალიბდება ინვესტიციების მოსაზიდად საქართველო-ჩინეთს შორის დიალოგის მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთიდან ინვესტიციების განხორციელებას. 

"კომერციის მინისტრთან ერთად ხელი მოვაწერე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებულ ვერსიას, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და გაამყარებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. გარდა ამისა, მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება მთავრობათაშორისი ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს უმსხვილესი ინვესტიციების მოზიდვის, ისევე, როგორც სტრატეგიულ პროექტებში ჩინური კომპანიების ჩართულობის მხარდაჭერას." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები